მზია გვალია
четверг, 23 июня 2016 г.
вторник, 22 июня 2010 г.
პროექტი
მიზანი: გარემოზე ზრუნვა და დაცვა.
მნიშვნელობა/აქტუალობა: პროექტი აქტუალური არის იმით, რომ მოსწავლეები თვითონ ზრუნავენ გარემოს გაუმჯობესებაზე, უყალიბდებათ პირადი და ჯგუფური პასუხისმგებლობა. ეჩვევიან შრომით საქმიანობას . პროექტი ხელს შეუწყობს ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნას.მოსწავლეებში ბუნებისადმი მზრუნველობასა და სიყვარულს.
შეფასების საგანი და პროცედურები:შეფასებისას გათვალისწინებული იქნება როგორ მოიძიეს ინფორმაცია.მიღებული შთაბეჭდილებებით გაკეთდება პრეზენტაცია.როგორ თანამშრომლობენ ჯგუფში.ბიბლიოთეკის გამოყენება.მსჯელობა.ისტ-ის გამოყენება.შეფასება მოხდება კომენტარებით.
რა ცოდნას უნდა ფლობდნენ მოსწავლეები წინასწარ:უნდა იცოდნენ სამუშაო თემა. ბიბლიოთეკის გამოყენება ,ინტერნეტით სარგებლობა.
რა სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსია საჭირო: სახელმძღანელო, პლაკატები, კომპიუტერი,ვიდეო-მასალა.
სასწავლო პროექტის მსვლელობა:
1. თემის შერჩევა.
2.საპროექტო ჯგუფის ჩამოყალიბება.
3. პროექტის გეგმის შემუშავება.
4.ჯგუფში მოვალეობის გადანაწილება.
5.აქტივობის განხორციელება.
6პროექტის პრეზენტაცია.
7.პროექტის შემაჯამებელი შეფასება.